საქართველო-ბელარუსი

კალიურანდი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსის KGB-სთან შეთანხმება

მარინა კალიურანდი
delfi.ee

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ბელარუსის კგბ-სთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. 

ამის შესახებ კალიურანდი Twitter-ზე წერს. 

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რეჟიმის სამარცხვინო KGB-სთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს ძალისმიერი გზით მოხვდა ხელისუფლებაში, არჩევნების გაყალბების შედეგად. ბელარუსიდან დევნილი პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები". – წერს კალიურანდი. 

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები