საქართველო-ბელარუსი

კელი: თუ მთავრობა ბელარუსთან შეთანხმებას არ დატოვებს, ნიშანია, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ

იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება.

"ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება – თუ ამასაც არ დატოვებენ [ბელორუსთან შეთანხმებას], ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ" – წერს კელი. 

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები