საქართველო-ბელარუსი

ლინკევიჩუსი ბელარუსთან შეთანხმებაზე: ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ ხუმრობას ჰგავს

Tomas Vinickas / DELFI

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება.

"საქართველომ შეთანხმება გააფორმა ბელარუსის KGB-სთან? ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ ხუმრობას ჰგავს. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – საქართველოს გზა NATO-სა და ევროკავშირისკენ ძალიან ბუნდოვანი იქნება". – წერს ლინკევიჩუსი.

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები