კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 314 შემთხვევა, დღიური დადებითობა 12.66%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 074 ტესტი და დადასტურდა 4 314 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 519 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.66%-ია, ბოლო 14 დღის – 10.38%, ხოლო 7 დღის – 11.03%.

ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა - 772, იმერეთი – 618, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 175, გურია – 129, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 247, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 614-ია, საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი,  მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20.

3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298 – აჭარაში. 43 314 პირი მკურნალობს საკუთარ სახლში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 481 578 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 406 და გამოჯანმრთელდა 421 532 პირი.

კომენტარები