კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკა ბომონდში დაუდასტურეს, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა.

როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, პაციენტი მათთან 30 ივლისს მოათავსეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირდა 455 846 და გარდაიცვალა 6 182 ადამიანი.

კომენტარები