კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 შემთხვევა, დღიური დადებითობა 12,79%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 44 536 ტესტი და დადასტურდა 5 697 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 12,79%-ია, ბოლო 14 დღის - 9,09%, ბოლო 7 დღის - 10,05%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 600 შემთხვევა, აჭარა – 678, იმერეთი – 649, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 289, გურია – 170, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 363, კახეთი – 359, მცხეთა-მთიანეთი -191, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

ინფიცირების აქტიური შემთხვევა 43 163-ია, საიდანაც 6 552 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 284.

10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 455 846 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 40 6475 პაციენტი, ხოლო 6 182 გარდაიცვალა. 

კომენტარები