კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: რთული ვითარება გვაქვს, საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობს. 

"საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე ნათლად აისახება, ვინაიდან, არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს. ჩვენ ასევე, ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით, აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. დღეის მდგომარეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ არცერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება". – ამბობს ტიკარაძე IPN-ის ცნობით. 

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი რეგულაციების შემოღებაზეც იმსჯელებს. 

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 236 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.54%-ია, ბოლო 14 დღის – 8.74% ხოლო 7 დღის – 9.75%.

10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კომენტარები