არჩევნები 2021

მელია: ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძეს, წელს არცერთი არ მექნება

არცერთი ბილბორდი მე წელს არ მექნება! მიმაჩნია, რომ ქალაქი, სადაც ყველაფერი უკუღმა კეთდება, ქალაქი, რომელიც ნაგვითაც ყარს, ქალაქი, სადაც ჟურნალისტებს სცემენ, ქალაქი, სადაც ეპიდემიას ვერ ებრძვიან იმიტომ, რომ, როგორც მინიმუმ, არიან უსუსურები, არა მაქვს მე უფლება, ძვირადღირებული ბილბორდები გავაკრა, ბილბორდების გარეშე დავამარცხებთ კორუმპირებულ კალაძესა და კორუმპირებულ ხმალაძეს.

ამბობს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები