ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადად აცრილი

71 000 ადამიანი გვყავს ჩვენ ბაზაში, რომელშიც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში. მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანების 60% მოვიცვათ. დღეს დილის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46%-ა ერთჯერადად აცრილი. ჯერჯერობით არ გადაგვიტარებია ორჯერად აცრაზე. ამასაც გავაკეთებთ, რამდენია სრულად აცრილი. 

სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტად იყო დაზიანებული . სამედიცინო პერსონალის 33% პანდემიის პირობებში დაავადდა კოვიდით

აცრილია ექიმების 64%, შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი – 45%, ექთნების – 34%-ია აცრილი, ყველაზე ნაკლები გვაქვს 21% უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. 

კომენტარები