თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
2026 წლის 1 ივნისს ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ეხება ივანიშვილის პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით კანადაში ყოფნას. პოსტის კომენტარებში შოთა თუთბერიძემ დაწერა: "მანდაც დედის ტრ**ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?"
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში საჩივარი ივანიშვილის წარმომადგენელს არ შეუტანია. საქმის წარმოება შსს-ის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ" დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს გულისხმობს.




