ოკუპაცია

ღარიბაშვილი: რას ნახავენ ახალგაზრდა აფხაზები და ოსები ქართულ მედიაში? ღვარძლს, ბოროტებას

ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება გამოწვევას, ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების მიერ გაწეულ ძალისხმევას. ახლა, მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. ყოველდღე უსმენენ და ხედავენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას, პირდაპირ უნდა ითქვას, და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენს შიგნით. არავითარი დისკურსი ან დღის წესრიგი არ არსებობს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, ვგულისხმობ უმეტესობას ტელევიზიებს, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მთელი საზოგადოება სურთ, რომ დააზომბირონ.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციის დროს ისაუბრა.

კომენტარები