შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.
ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.