IRI-ს კვლევა

ქემოკლიძე: IRI-ს კვლევამ დაადასტურა, საქართველოსთვის არის ყველაზე სწრაფად მზარდი პარტია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები არის ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური და ობიექტური - რა თქმა უნდა, ვენდობით. ვფიქრობ, კვლევამ ნათლად დაადასტურა ერთი ფაქტი - მიუხედავად იმისა, რომ პარტია საქართველოსთვის შეიქმნა 29 მაისს, რაც ზუსტად 8 კვირის წინანდელი რეალობაა - ეს არის ერთადერთი ყველაზე სწრაფად, მყარად და მტკიცედ მზარდი პარტია რეიტინგებში. ეს არის შემდგარი ფაქტი.

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე IRI-ს კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის  26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% პარტია საქართველოსთვის.

კომენტარები