IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% პარტია საქართველოსთვის.
- ლეიბორისტული პარტია – 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- ლელო – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- მოქალაქეები – 2%
- ერი – 1%
- ევროპული საქართველო – 1%
- ხალხისთვის – 1%
- დროა – 1%
- გირჩი – 1%
- სხვა – 1%
- ბიულეტენის გადახაზვა – 5%
- არ ვიცი – 20%
- უარი პასუხზე – 7%
კვლევის თანახმად, მოსახლეობის იმ ნაწილის 28%, რომელიც არჩევნებზე მიდის, ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 15% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% –პარტია საქართველოსთვის.
- ლეიბორისტული პარტია – 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- ლელო – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- მოქალაქეები – 2%
- ერი – 2%
- ევროპული საქართველო – 1%
- ხალხისთვის – 1%
- დროა – 1%
- გირჩი – 1%
- სხვა – 1%
- ბიულეტენის გადახაზვა – 4%
- არ ვიცი – 18%
- უარი პასუხზე – 6%
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%.