ოლიმპიადა

ორ ქართველ სპორტსმენს კარანტინის წესების დარღვევის გამო ოლიმპიური აკრედიტაცია შეუჩერეს

ორი ქართველი ვერცხლისმედალოსან ძიუდოისტს – ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური სოფლის დატოვებისთვის და კარანტინის დარღვევისთვის აკრედიტაცია შეუჩერეს და ოლიმპიური სოფლის დატოვება მოსთხოვეს.

"ჩამოვართვით აკრედიტაცია, რადგან ვფიქრობთ, რომ ათლეტების სოფლის დატოვება ქალაქის დასათვალიერებლად არ უნდა ხდებოდეს". – თქვა ოლიმპიადის სპიკერმა, მასანორი ტაკაიამ.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ადასტურებს, რომ ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულეს და იაპონია დატოვეს. 

გამოცემა AFP-ი წერს, რომ ქართული მხარის წარმომადგენლის ცნობით, მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა ოლიმპიური სოფელი იაპონიაში მცხოვრები ახლობლის სანახავად დატოვეს.

"გასასვლელში არავინ გააჩერა, ამიტომ ეგონათ, რომ გასვლა შეეძლოთ. ცოტა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და შეჯიბრის რთული დღისა და მკაცრი კარანტინის შემდეგ განტვირთვა უნდოდათ". – ციტირებს გამოცემა.

იაპონური მედიის თანახმად, 30 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა, ტოკიოში, ტოკიოს ანძასთან გადაღებული მარგველაშვილის და შავდათუაშვილის სურათები.

კომენტარები