შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

აპატურაი: ქართული ოცნების გადაწყვეტილება შეთანხმების ანულირების შესახებ ძალიან სამწუხაროა

ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმების მისაღწევად, რომლებიც სარგებელს მოუტანს და დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური გზისკენ სწრაფვაში. სწორედ ამიტომ შეიტანა საქართველომ ამ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანას, მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად.

წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.

კომენტარები