2021 წელს გარდაცვლილები

ZZ TOP-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

BBC

72 წლის ასაკში ბლუზ როკბენდ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა.

ბენდის წევრების, ბილი გიბონსისა და ფრენკ ბიარდის თქმით ჰილი ძილში გარდაიცვალა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ZZ Top ჰილმა, ბირდმა და გიბონსმა 1969 წელს დააარსეს. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰილი ბასგიტარისტის, ბექვოკალისტისა და პერკუსიონისტის ფუნქციას ასრულებდა. ბასისტმა ჯგუფი 2021 წლის დასაწყისში დატოვა, წასვლის ოფიციალური მიზეზი ფეხის ტრავმა გახდა. 

50 წლის განმავლობაში ბენდმა 15 სტუდიური ალბომი გამოსცა. მიღებული აქვს MTV Music Video Awards-ის 3 ჯილდო. 2004 წლიდან არის როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრი.

 

კომენტარები