ჟურნალისტებზე ძალადობა

დეგნანი 5 ივლისის ძალადობაზე: შემაშფოთებელია, რომ ორგანიზატორები დაკავებულები არ არიან

კარგია ნახვა, რომ ადამიანები დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება. საჭიროა საქმეების მიუკერძოებელი, პროფესიული გამოძიება. ვიცით, პოლიცია კარგად არის განსწავლული, რომ ეს გააკეთოს. გამოძიებას გარკვეული დრო სჭირდება.

შემაშფოთებელია, რომ რამდენადაც ვიცი, ორგანიზატორები დაკავებული არ არიან. ეს იყო ორგანიზებული, მიზანმიმართული თავდასხმები და მნიშვნელოვანია, ორგანიზატორებმა პასუხი აგონ. ჟურნალისტებმა კამპანიის დროს საქმე უნდა აკეთონ დაშინებისა და ძალადობის გარეშე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 5 ივლისის ძალადობაზე, როცა ეკლესიის და მთავრობის მიერ წახალისებულმა ორკებმა პარლამენტის წინ ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქცია გამართეს და იქ მისულ ჟურნალისტებს სცემეს. დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, აქედან ერთი - TV პირველის ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შსს-ს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული.

კომენტარები