2021 წელს გარდაცვლილები

SLIPKNOT-ის დამფუძნებელი წევრი, ჯოუი ჯორდისონი გარდაიცვალა

WGHP

46 წლის ასაკში ამერიკელი კომპოზიტორი, დრამერი და ბენდ Slipknot-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ჯოუი ჯორდისონი გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

"ჯოუის სიკვდილმა გული დაგვწყვიტა და დაგვაცარიელა. პანაშვიდი დახურული იქნება, მედიას, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს ვთხოვთ, ამ რთულ ჟამს ჩვენი პირადი სივრცის პატივისცემა გამოიჩინონ". – წერია ოჯახის განცხადებაში.

ჯორდისონმა შოუ კრეჰენთან და პოლ გრეისთან ერთად Slipknot 1995 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფმა სახელი 2000-იანი წლების დასაწყისში, ნიუ მეტალის აღზევების ხანაში გაითქვა. ჩაწერილი აქვთ ექვსი სტუდიური ალბომი, 2006 წელს Slipknot-მა სიმღერისთვის Before I Forget გრემი მიიღო. 2013 წელს ჯორდისონმა პროექტი დატოვა, მოგვიანებით მუსიკოსმა წასვლის მიზეზი გაამხილა - მას იშვიათი დაავადება განუვითარდა, რომელმაც ქვედა კიდურები წაართვა. გახდა თუ არა დაავადება გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

Slipknot-ისთვის ეს რიგით მეორე დანაკარგია. 2012 წელს უნებლიე ზედოზირებით ჯგუფის ბასისტი, პოლ გრეი, გარდაიცვალა.

კომენტარები