ელექტრომობილები

2030 წლიდან MERCEDES-BENZ-ი სრულად გადავა ელექტრომობილების წარმოებაზე

Mercedes-Benz EQS

გერმანული ავტოკონცერნის, Daimler AG-ის ცნობით, 2030 წლიდან Mercedes-Benz-ი შეწყვეტს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, შიგაწვის ძრავის მქონე, სერიული ავტომობილების გამოშვებას და სრულად გადაერთვება ელექტრომობილების წარმოებაზე. 

მიზნის მისაღწევად, მომდევნო ათ წელიწადში კომპანია 47 მილიარდი დოლარს დახარჯავს ელექტრომობილებისთვის საჭირო ტექნოლოგიის შექმნასა და განვითარებაზე. 

Daimler-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კალენიუსის თქმით, ელექტრომობილებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით კი ძვირადღირებულ სექტორში, რომელშიც Mercedes-Benz-ი ერთ-ერთი ლიდერია. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ მომდევნო ათწლეულებში ბაზარი სრულად გადაერთვება ელექტრომობილებზე და Mercedes-ი არ აპირებს მოწინავე პოზიციებს დათმობას. 

2025 წლამდე მომხმარებლებს შეეძლებათ Mercedes-ის კატალოგში არსებული ყოველი მოდელის როგორც შიგაწვის ძრავიანი, ასევე ელექტრონული ვერსიის შეძენა, თუმცა 2030-დან კომპანია სრულ ელექტრიფიკაციას გეგმავს. 

ელექტრომობილების წარმოებაზე გადართვას გეგმავს თითქმის ყოველი მსხვილი ავტოკონცერნი, მათ შორის: Volkswagen Group-ი, BMW Group-ი, General Motros-ი და Toyota Group-ი. 

ავტომობილების ბაზარზე ცვლილება მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული, რადგან ევროპული სახელმწიფოების ნაწილი 2030 წლიდან შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვის კრძალავს. 

კომენტარები