31 მარტს გერმანული ავტოკონცერნის, Volkswagen-ის, სოციალური მედიის გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ამერიკული ბაზრისთვის სახელს Voltswagen-ად შეიცვლიდა.
ეს ნაწილი, Volts, ავტოკონცერნის ელექტრიფიკაციის პროცესისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებდა, რადგან დიზელის ცნობილი სკანდალის შემდეგ VW-ის სტრატეგია მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთო.
რამდენიმე საათში კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს ცვლილება ინვესტორებს სერიოზულად არ უნდა მიეღოთ, რადგან ის პირველი აპრილის ხუმრობად იყო ჩაფიქრებული.
მიუხედავად უწყინარი განზრახვისა, VW-ის წარმომადგენლობა, შესაძლოა, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან კომპანიების მიერ ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ინვესტორებზე, აქციების ფასსა და საფონდო ბირჟებზე, აშშ-ის კანონმდებლობით, აკრძალულია.
ექსპერტების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია [SEC] გამოძიებას დაიწყებს.
როგორც წესი, კომპანიების წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი ნეგატიურად აისახება ინვესტორების განწყობასა და კომპანიის აქციების ფასზე.
2018 წელს მსგავსი ტიპის ხუმრობის გამო კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, $20-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.