უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოების დაწყების გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, Xiaomi-ის ელექტრომობილები Great Wall Motors-თან თანამშრომლობით შეიქმნება და ბიუჯეტურ ბაზარზე იქნება გათვლილი.
2020 წელს გლობალურ სმარტფონების მწარმოებლებში Xiaomi-მ რიგით მესამე ადგილი დაიკავა, მას მხოლოდ Apple-ი და Samsung-ი უსწრებენ.
ტექნოლოგიური გიგანტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ელექტრომობილების ბაზრით, მაგალითად: Amazon-ი Rivian-თან თანამშრომლობს, ჩინური Baidu კომპანია Geely-სთან გეგმავს ელექტრომობილების წარმოებას, ხოლო Apple-ი პოტენციურ პარტნიორ ავტომწარმოებელს ეძებს.
თანამშრომლობის ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
მაღალი ალბათობით, Xiaomi-ის ელექტრომობილები ჩინურ ბაზარზე იქნება გათვლილი.