ჟურნალისტებზე ძალადობა

ღარიბაშვილი წულუკიანზე: მიკროფონი არ ვიცი, რა მოხდა? არ არის დანაშაული

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა დანაშაული არ არის და მან არ იცის, რა მოხდა. 

"თქვენი მიკროფონი არ ვიცი, რა ხდება, რა მოხდა? ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნენ უკვე პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. ეს არ არის დანაშაული, დანაშაულია ის, რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი". – თქვა ღარიბაშვილმა.

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. ჟურნალისტ, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. ტაბულა გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაგვიკავშირდებიან. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კომენტარები