ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის 11 საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს

Guardian

ლოს-ანჯელესის სასამართლო ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ შეტანილ 4 გაუპატიურებისა და 7 სექსუალური თავდასხმის ბრალდებას განიხილავს. პროდიუსერი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

გავლენიანი პროდიუსერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა.

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

ლოს-ანჯელესში პროკარატურის მიერ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პროდიუსერს პატიმრობის ვადა 140 წლამდე მოემატება. 

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

კომენტარები