კორონავირუსი საქართველოში

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა – ჩვილი რეანიმაციაში სტაბილურადაა

​თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა. ჩვილი რეანიმაციის განყოფილებაში სტაბილურ მდგომარეობაშია. ინფორმაცია ტაბულას კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა.

​რატიანის თქმით, ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

18 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 1 286 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 701 ადამიანი. 

ქვეყანაში 16 885 აქტიური შემთხვევაა. 833 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 182 პაციენტი იმყოფება. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 387 481 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 365 019 პაციენტი. გარდაიცვალა – 5 551.  

კომენტარები