პრაიდის კვირეული

პუტინისტურმა ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

გურამ ფალავანდიშვილი
SARKENEWS

პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა. იქამდე გამოუშვეს პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლი ზურა მახარაძეც. გარდა ამისა, გამოუშვეს ალექსანდრე ფალავანდიშვილიც.

დღეს,16 ივლისს, სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლი გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანეს.

ასევე გაჩხრიკეს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. 

კომენტარები