პრაიდის კვირეული

მახარაძის ცოლი: სამართალდამცველებმა მათთვის საინტერესო ნივთები წაიღეს

"მათთვის საინტერესო ნივთები წაიღეს, ნივთებს ვერ დაგიკონკრეტებთ" - პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ცოლი ლიკა კასრაძე ამბობს, რომ ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მათთვის საინტერესო ნივთები წაიღეს. 

სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლი გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

ჩხრეკა მიმდინარეობს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. 

კომენტარები