სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

რა დაგიჯდებათ ქართულ 3-, 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება ივლისში – PMCR

კვლევითი ორგანიზაცია PMC Research საქართველოს სასტუმროებში 1 ღამის გატარების საშუალო ფასების სტატისტიკას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისამ – 243 ლარი. ამასთან, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი ივნისში 81 ლარია.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ერთი ღამის გატარება მსგავს ადგილას, საშუალოდ, 496 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა, ხარჯი რეგიონის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის დაჯავშნა, 1 ღამით თბილისში საშუალოდ 644 ლარი ღირს, გურიაში – 739, კახეთში – 470, აჭარაში კი – 457. 

კვლევის მიხედვით ქართული სასტუმროების ფასები  2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, 6.4%- ით გაიზარდა, მათ შორის 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები გაიზარდა 8.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები – 1.7%-ით.

მეორე მხრივ, დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასები 1.5%-ით შემცირდა, მათ შორის 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.8%-ით შემცირდა. 

კომენტარები