სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

რა ღირს 3, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება საქართველოში – PMCR

კვლევითი ორგანიზაცია PMC Research საქართველოს სასტუმროებში 1 ღამის გატარების საშუალო ფასების სტატისტიკას აქვეყნებს

კვლევის მიხედვით, 2021 წლის მარტში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისამ – 219 ლარი. ამასთან, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი, მარტში, 80 ლარია.

რაც შეეხება ელიტურ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ერთი ღამის გატარება მსგავს ადგილას, საშუალოდ, 332 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა, ხარჯი რეგიონის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის დაჯავშნა, 1 ღამით, თბილისში, საშუალოდ 436 ლარი ღირს, გურიაში – 587, კახეთსა და აჭარაში კი – დაახლოებით 295. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები – 3.4%-ით.

კომენტარები