ოპერატორის გარდაცვალება

მუხთარლი: იმედია, ქართული დემოკრატია ალექსანდრესთან ერთად არ დაასაფლავეს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებას ეხმაურება. 

"იმედი მაქვს, რომ ქართული დემოკრატია ალექსანდრესთან ერთად არ დაასაფლავეს". –წერს მუხთარლი. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა. 

 

კომენტარები