რიკოთი

რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. ამ დროისთვის, ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება". – წერია განცხადებაში.

საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება.

კომენტარები