რიკოთი

6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, რიკოთზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, ღამის 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმართულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან  დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

კომენტარები