საფრანგეთი-რუსეთი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი რუსული ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

ფრანსუა ფიიონი
Martin Bureau, AFP

საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ფრანსუა ფიიონი რუსული სამთავრობო ნავთობკომპანიის ზარუბეჟნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს სია disclosure.ru-ზე გამოქვეყნდა. საიტი ბიზნეს სფეროზე ინფორმაციის გამჭვირვალობის ამაღლებაზე მუშაობს და მედია გამოცემა Interfax-ს ეკუთვნის. გამოცემის თანახმად, ფილიონი კომპანიის საბჭოს წევრი 28 ივნისს გახდა.

ფრანსუა ფილიონი საფრანგეთის პრემიერმინისტრი 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს იყო. 2017 წლის წარუმატებელი საპრეზიდენტო რბოლის შემდეგ მან საკონსულტაციო ფირმა Apteras-ი დააარსა. Apteras-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ის,  უკვე თანამშრომლობდა რუსულ ფირმებთან, ხოლო ზარუბეჟნეტფის დირექტორთა საბჭოს წვერის კანდიდატად რუსეთის ხელისუფლებამ ივნისში წარადგინა.

ფრანსუა ფიიონი პირველი ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსანი არ არის, რომელმაც რუსულ ენერგოკომპანიაში დაიწყო მუშაობა. ივნისში ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშნეს. 

გარდა ამისა, როსნეფტის დირექტორთა საბჭოს 2017 წლიდან გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრედერი, ხელმძღვანელობს. შრედერი ასევე ჩართულია გაზპრომის პროექტში – ჩრდილოეთის ნაკადი 2.

კომენტარები