საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ რუსეთიდან მიმავალი სანქცირებული ნავთობტანკერის დაკავებას მოსკოვი უკანონოდ მიიჩნევს - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ეს ქმედება მეკობრეობას ესაზღვრება.
"ჩვენ ასეთ ქმედებებს უკანონოდ მივიჩნევთ, ისინი საერთაშორისო მეკობრეობას ესაზღვრება" - განაცხადა მან.





