კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რამდენიმე კვირაში ამერიკისგან ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობის დოზას მივიღებთ

გუშინ იყო ძალიან სერიოზული დისტანციური შეხვედრა, იცით, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადების შემდეგ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ამერიკის დახმარება უნდა მიიღონ, ანუ დონაცია და, მათ შორის, საქართველო მიიღებს. მე ვიცი, მაგრამ  ჯერ არ დავასახელებ რაოდენობას დოზების, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია - ამერიკული წარმოების დოზების. ამაზე დაიწყო მოლაპარაკება და სულ რამდენიმე კვირაში საქართველო, ალბათ, ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს. 

ვფიქრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინების დეფიციტი და ის მწარე გამოცდილება, რომელიც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში შეგვექმნა, აღარ უნდა განმეორდეს ქვეყანაში და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული - როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით შემოდგომას

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ბრიფინგზე.

კომენტარები