კორონავირუსი და შეზღუდვები

მერია: 1-ლი ივლისიდან მეტრო და ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

ტაბულა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კომენდანტის საათი იხსნება. შესაბამისად, თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც – პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

ძალაში კვლავ რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა – "აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება". – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 22 ივნისს მიიღო. ასევე სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.

კომენტარები