კორონავირუსის შეზღუდვები

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

Reuters

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან ერთად, 1-ლი ივლისიდან მოიხსნება კომენდანტის საათიც.

"დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება, ცხადია, პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე პირბადის ტარება სავალდებულო რჩება. რაც შეეხება გადაადგილების შეზღუდვას, 1-ლი ივლისიდან იხსნება. შეზღუდვა რჩება მხოლოდ რესტორნების მუშაობაზე- 24 საათამდე იმუშავებენ". - ამბობს უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.

კომენტარები