რუსთაველის თეატრი

"ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აგზნება? უხერხულობას არ მიქმნის" – სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა.

"[მივდივარ] იმიტომ, რომ მინდა ვნახო მოსკოვი და პუტინთან მინდა შეხვედრა. [უხერხულობას] არ მიქმნის, იმიტომ, რომ ოკუპანტებს აქ უშვებთ ფულისტებად, ფულს ართმევთ, ჩამოდიან მათი თეატრები და თქვენ არაფერს... ჩვენ როცა მივდივართ ფესტივალზე და არა გასტროლებზე, მაშინ ისტერიკაში ხართ. 

მე იცით, რა მაკვირვებს? რატომ ჩვენზე გაქვთ ასეთი აგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძაან ტაშით ხვდებით? არ მიქმნის მე [უხერხულობას], იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვარი და თუ კრეტინებზე ვლაპარაკობთ, მე ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკოსი არის უზნეო ხალხი, ამიტომ, ნუ მელაპარაკებით პოლიტიკაზე. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა - რომ ჩვენ მაინც ვართ". – ამბობს სტურუა რუსთავი 2-თან. 

რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია, მოსკოვის მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლები. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და მეჩვენება, რომ არც მსახიობები თამაშობენ ცუდად". – თქვა რობერტ სტურუამ რუსულ არხთან ინტერვიუში.  

კომენტარები