რუსთაველის თეატრი

კახა კალაძე: ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ

გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს, თუმცა იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, ეს დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის. ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება. ჩემი პოზიციაა - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ა.შ.

IPN-ს ცნობით, ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. რუსთაველის თეატრი ჩეხოვის ფესტივალზე მოსკოვში მიემგზავრება.

კომენტარები