რუსთაველის თეატრი

ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი თეატრი, კულტურა რუსეთშიც უნდა ვაჩვენოთ

რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა, ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, არამხოლოდ რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რომ საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე

IPN-ს ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი. რუსთაველის თეატრი ჩეხოვის ფესტივალზე მოსკოვში მიემგზავრება.

კომენტარები