რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა, ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, არამხოლოდ რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რომ საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე
რუსთაველის თეატრი
ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი თეატრი, კულტურა რუსეთშიც უნდა ვაჩვენოთ
tbl.ge/5l80
დაკოპირდა

IPN-ს ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი. რუსთაველის თეატრი ჩეხოვის ფესტივალზე მოსკოვში მიემგზავრება.
ამავე თემაზე
- "ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აგზნება? უხერხულობას არ მიქმნის" – სტურუა მოსკოვში გაემგზავრა
- კახა კალაძე: ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ
- რუსთაველის თეატრის დირექტორი: წასვლას ვინც აპროტესტებენ, არც იციან, თეატრი რა არის
- გოგიძე რუსთაველის თეატრზე: ომი როდესაც მიდის, ყველაფერი პოლიტიკაა
- ბარბაქაძე: რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო სტურუა ამას მთელი თავისი ცხოვრება იძახის