საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 521 შემთხვევა, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2.78%-ია. ამასთან ერთად, გამოჯანმრთელდა 911 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 737 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.66%
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4
19 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 881 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 344 748 გამოჯანმრთელდა, 5 160 კი გარდაიცვალა.
23:00-დან 04:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.