პრაიდის კვირეული

ხოშტარია: ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა

"კონტექსტი", რომელსაც კობახიძე და, ნუ, რეალურად ქართული ოცნება "გვთავაზობს", ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.
 
უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ. ჩემს ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და სცემდენ. ვინც სცემდა, ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ვინ რას დააწესებს და რას აყვება, უმრავლესობა აბსოლუტურად გაუთვლელია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია.
 
ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პრაიდის კვირეულზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს Facebook-ზე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს თქვა, რომ "კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით" თბილისი პრაიდს პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა უთხრან.

თბილისი პრაიდის
 ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები, 5 ივლისს კი ღირსების მარში.

კომენტარები