პრაიდის კვირეული

კობახიძე პრაიდის კვირეულზე: ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე

"მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე....მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ."

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ივლისში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას. 

კომენტარები