რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: კავკასიაში მშვიდობის დამყარება რეგიონალური კოოპერაციით არის შესაძლებელი

Anadolu Agency

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება. ამის შესახებ მან 16 ივნისს, ბაქოში ვიზიტის დროს ისაუბრა. 

"არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, სომხეთის ჩათვლით, ასევე მთელი მსოფლიო, მოგებული დარჩება კავკასიაში მშვიდობისა და სიწყნარის არსებობით". – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანმა კვლავ წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის იდეა, რაც გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ბაქოში ზანგეზურის კორიდორზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროექტი სარგებელს სომხეთსაც მოუტანს. 15 ივნისს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ქალაქ შუშაში გააფორმეს დეკლარაცია, რომელიც ზანგეზურის კორიდორის გახსნასაც მოიცავს.

 

კომენტარები