კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 311 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.98%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 311 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 442 ტესტი. გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია, ბოლო 14 დღის – 2.61%, ხოლო 7 დღის – 2.30%.

311 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი –  26, შიდა ქართლი – 6, გურია – 0, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 354 276 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 340 328 და გარდაიცვალა 5 060.

კომენტარები