კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 522 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.38%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 522 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 922 ტესტი. გამოჯანმრთელდა 1074 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.38%-ია, ბოლო 14 დღის – 2.61%, ბოლო 7 დღის – 2.29%.

ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 34, შიდა ქართლი – 25, გურია – 4, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 353 965 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 339 392 და გარდაიცვალა 5 048 პირი.

კომენტარები