2021 წელს გარდაცვლილები

ბლაიკ ლაივლის მამა, მსახიობი ერნი ლაივლი გარდაიცვალა

DaSpill

74 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ერნი ლაივლი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ლაივლის შვილები, ასევე მსახიობები – ბლეიკ და ერიკ ლაივლები ადასტურებენ.

ლაივლის კარიერა 50 წლის წინ დაიწყო. ნათამაშები აქვს ცნობილ ფილმებსა და სერიალებში Passenger 57, The Dukes of Hazzard, Turner & Hooch, American Pie 2. მოგვიანებით გახდა წარმატებული სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი. შვილ ბლეიკთან ერთად შესრულებული აქვს როლი ფილმში Sisterhood of The Traveling Pants.

ბლეიკ ლაივლიმ საყოველთაო პოპულარობა სერიალ Gossip Girl-ში შესრულებული სერენა ვან დერ ვუდსენის როლით მოიპოვა.

კომენტარები