კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 705 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.12%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 253 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 705 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 128 პაციენტი.

დღიური დადებითობა 2.12%-ია, ბოლო 7 დღის – 2.59%, ბოლო 14 დღის კი – 2.75%.

10 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 351 954 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 337 023  ადამიანი გამოჯანმრთელდა,  4 996 კი გარდაიცვალა. 


23:00-დან 04:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

კომენტარები