CNN-ის ცნობით, აშშ-მ 500 მილიონი დოზა Pfizer-ი შეიძინა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს გაუნაწილებს. CNN-თან ამის შესახებ მოვლენებში ჩართულმა პირმა ისაუბრა.
ზემოხსენებულმა პირმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამას ინგლისში, დიდი შვიდეულის სამიტზე, ამ კვირაში გამოაცხადებს. ვაქცინის დოზები, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით, 92 დაბალშემოსავლიან ქვეყანაში განაწილდება.
აქამდე, მაისში, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ მსოფლიოში 80 მილიონ დოზა ვაქცინას, მათ შორის Pfizer-საც გაანაწილებდა.
3 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ 80 მილიონი დოზიდან წილს საქართველოც მიიღებდა.
"ოფიციალურმა თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც აშშ-სგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს მიიღებს". – თქვა სენატორმა შაჰინმა.